
სსიპ ქ. ქუთაისის №24 საჯარო სკოლაში არსებული
მკითხველთა კლუბი
„ლამპარი“
კლუბის ემბლმა

სლოგანი: “წიგნი სულის საზრდოა, შეიყვარე ისინი“
2018-2019 სასწავლო წელი
კლუბის კურატორი : ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მარინა ბოჭორიშვილი-კუხიანიძე.
ლიდერი მოსწავლე : ნიკა კვირიკაშვილი N24 საჯარო სკოლის
V კლასის მოსწავლე
იდეის აქტუალურობა
წიგნის კლუბი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კარგი მკითხველის ჩამოყალიბება-განვითარებისთვის. კლუბი ხელს უწყობს მოსწავლეებს გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები. იგი აუმაღლებს მოტივაციას იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მეტ-ნაკლებად აქვთ მხატვრული კითხვის ნიჭი, მაგრამ არ არიან ამაში დარწმუნებულები და არ ეძლევათ თვითგამოხატვის საშუალება.
დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტის მხატვრულად კითხვის უნარ-ჩვევების წარმოჩენაში, შემოქმედებითი არტისტიზმის რეალიზებაში, შესრულების კულტურის ზრუნვა-დახვეწაში.
მკითხველთა კლუბ «ლამპარის» წესდება
1.კლუბი დაარსდა ქ.ქუთაისის N24 საჯარო სკოლის ბაზაზე .კლუბში გაერთიანებულია საერთო ინტერესებისა და მისწრაფების მქონე მოსწავლეები.
2. კლუბის მუშაობა წარიმართება საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ“კანონის
გათვალისწინებით.
3.კლუბს აქვს წესდება , ლოგო, სლოგანი .ინფორმაცია კლუბის შესახებ განთავსებულია ქ. ქუთაისის N 24 საჯარო სკოლის გვერდზე სოციალურ ქსელში და კლუბის კურატორი მასწავლებლის ბლოგზე.
4.კლუბის იურიდიული მისამართია :ქ. ქუთაისი, ზ. ჭავჭავაძის #6
5.კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია ,სამიზნე ჯგუფი: 5-7 კლასები.
მოსწავლეთა რაოდენობა:მინიმუმ 15 მოსწავლე.
6.კლუბის წევრობის მსურველმა უნდა შეავსოს სპეციალური განცხადება.
7.კლუბს ხელმძღვანელობს კურატორი პედაგოგი,მოსწავლეთაგან აირჩევა ლიდერი მოსწავლე, რომელიც თანამშრომლობს კურატორთან და კლუბის წევრებს აცნობს სიახლეებს.
8.კლუბის თითოეულ წევრს უფლება აქვს ფლობდეს ინფორმაციას საკლუბო მუშაობის შესახებ.
9.კლუბის კურატორი ხელმძღვანელობს საკლუბო მუშაობას ერთი აკადემიური
წლის მანძილზე,ლიდერი მოსწავლე აირჩევა 1 წლის ვადით.
10.კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა ,დაამტკიცოს კლუბის წესდება,აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს კლუბის ლიდერი.
11.კლუბის წევრი ტოვებს კლუბს საკუთარი განცხადების საფუძველზე.
კლუბში გასაწევრიანებელი განცხადების ფორმა
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სახელი___________________________
გვარი____________________________
სკოლა_______________________________________________
კლასი____________________________
საკონტაქტო მონაცემები___________
_________________________________
ჰობი________________________________
აპლიკანტის მოტივაცია :რატომ გსურთ კლუბში გაწევრიანება?
________________________________________________________
__________________________________________________________
__________________________________________________
კლუბის მუშაობის განრიგი
კლუბის წევრები შეიკრიბებიან 2018-2019 სასწავლო წლის I -II სემესტრის განმავლობაში , ყოველი კვირის ხუთშაბათს 14:00 საათზე.
მკითხველთა კლუბ «ლამპარის» მიზნები და ამოცანები
მოსწავლეებში:
- წიგნიერების დონის ამაღლება, თვალსაწიერის გაფართოება და მათი ლიტერატურული გემოვნების გაზრდა;
- საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ამა თუ იმ ნაწარმოების მიმართ და მისი ესთეტიკური აღქმა;
- კრიტიკული და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება;
- წაკითხული ტექსტის ადეკვატურად აღქმა, გააზრება და მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება;
- პრეზენტაციის წარმოჩენისა და დისკუსიაში ჩართულობის უნარების განვითარება;
- ზეპირმეტყველების კულტურის განვითარება;
- მხატვრული კითხვის ხელოვნების (ინტონაცია, ტემბრი) გათავისება, შემოქმედებითობის უნარის განვითარება და წარმოჩენა;
- ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
- მარტივი ინტონაციური და პუნქტუაციური ჩვევების ფორმირება.
მკითხველთა კლუბ „ ლამპარის“ სამუშაო გეგმა

Комментариев нет:
Отправить комментарий